|
ღონისძიება “წითელი ჯვარი”
17 თებერვალი 2012 წ.
![]() 17 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდობის სახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტში ჩატარდა ტრენინგი, რომელიც ეძღვნებოდა წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საქმიანობას საქართველოში. ტრენინგს უძღვებოდა რესურსების მობილიზების ოფიცერი ქალბატონი თინათინ კიკაბიძე. Mმან საერთაშორისო ურთიერთობის კაბინეტის მოსწავლეებს გააცნო ამ ორგანიზაციის ინტერესის სფეროები: ჯანდაცვა, კატასტროფების მართვა, სოციალური პროგრამები და ა.შ. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა შეავსეს წითელი ჯვრის ორგანიზაციის მოხალისეთა ბარათები, რითაც ისინი გაწევრიანდნენ წითელი ჯვრის საზოგადოებაში, შემდეგ ეტაპზე კი მოსწავლეები ჩართულები იქნებიან პრაქტიკულ საქმიანობაში. |







