|
სამაგიდო ამერიკული თამაშების ტურნირი
13 იანვარი 2012 წ.
![]() 13 იანვარს საქართველოს ახალგაზრდობის სახლის ამერიკულ კუთხეში ჩატარდა სამაგიდო ამერიკული თამაშების ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ამერიკული კუთხის მოსწავლეები, ასევე სხვა მსურველებიც. მონაწილეები გაერთიანდნენ სხვადასხვა გუნდებში. პირველი რაუნდის გამარჯვებულებს საშუალება მიეცათ ამოერჩიათ ახალი პარტნიორები და სხვა თამაშებში მოესინჯათ თავიანთი შესაძლებლობები. ამდენად ტურნირის ყველა მონაწილეს შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა თამაშებში. |







