ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
16 ივნისი 2012 წ.

სსიპ საქართველოს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ და ქ. ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემ ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტის საფუძველზე მხარეები თანხმდებიან უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული რესურსების საშუალებით სასწავლო პროცესის გაუმჯობესება.

როგორც მემორანდუმი ასახავს, - ორივე მხარე ერთობლივი მუშაობისა და სხვადასხვა ღნისძიებების/პროექტების განხორციელების მიზნით, ადამიანურ, მატერიალურ და ორგანიზაციულ რესურსებს გამოიყენებს. მემორანდუმის საფუძველზე მხარეები იღებენ ვალდებულებას, განახორციელონ ორივე მხარისათვის სასარგებლო საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი პროგრამები და პროექტები. თავის მხრივ საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე უზრუნველყოფს ბავშვთა და ახალგაზრდებისათვის შემეცნებით და შემოქმედებით პროგრამების, კონკურსებსა და პროექტების შემთხვევაში, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ინფორმირებულობასა და ჩართულობას. ამავე პრინციპით, მოხდება საზაფხულო სასწავლო შემოქმედებით ექსპედიციებში ტურისტულ ტურებში და ლაშქრობებში საქართველოს მოსწალე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მონაწილეობაც.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონია ქ. ბათუმის მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში შედგა. დოკუმნტს ხელი მოაწერეს ქ. ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა მარინე ითონიშვილმა საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა ლიკა მეღვინიშვილმა.