|
საახალწლო ნაძვის ხე
![]() 05 იანვარი 2012 წ.
![]() 2012 წლის 5 იანვარს საქართველოს ახალგაზრდობის სახლში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ვლადიმერ ვარძელაშვილის ინიციატივით სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში 160-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. საახალწლო აქციის ფარგლებში გაიმართა ჯამბაზების შოუ, მოეწყო სახალისო ნომრები. მოწვეული სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით ჯგუფი ,,ბზიკები” წარსდგა. ღონისძიების ბოლოს თოვლის პაპამ პატარებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა. |








