საშობაო დღესასწაული
07 იანვარი 2012 წ.

7 იანვარს საქართველოს ახალგაზრდობის სახლმა ტრადიციულ საახალწლო დღესასწაულში – ალილოში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდობის სახლის წინ სახლის აღსაზრდელები კონცერტით შეეგებნენ ალილოს მსვლელობას და ტკბილეული გადასცეს მათ, თავისუფლების მოედანზე კი ახალგაზრდობის სახლის ანსამბლი ,,მირანგულა” საშობაო სიმღერით დახვდა ალილოს მონაწილეებს.