|
შეხვედრა ფიზიკის წრის წევრთათვის
05 იანვარი 2012 წ.
![]() 5 იანვარს საქართველოს ახალგაზრდობის სახლის ნორჩ ფიზიკოსთა წრის წევრებთან სტუმრად იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის სპეციალობის სტუდენტები, რომლებმაც დაწვრილებით ისაუბრეს ბუნებაში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენებისა და პროცესების შესახებ. მოსწავლეები დაინტერესდნენ ფიზიკის უახლესი მიღწევებით. ქართველი ფიზიკოსის გია დვალისა და მისი უცხოელი თანამშრომლების მეცნიერული მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით რამოდენიმე მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცა დასწრებოდა პროფესორ გია დვალის ლექციას ფიზიკის ინსტიტუტში, რამაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. |







