საახალწლო ზეიმი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებისთვის
09 იანვარი 2012 წ.

9 იანვარს საქართველოს ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელობამ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში საახალწლო ღონისძიება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებისთვის გამართა. ღონისძიებას საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დირექტორი ლიკა მეღვინიშვილი და ქ.თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და სამოქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს თოვლის ბაბუა ესტუმრა, გაიმართა ჯამბაზების შოუ, ასევე სტუდია ,,მზიურის” აღსაზრდელებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ღონისძიების ბოლოს ბავშვებს საახალწლო საჩუქრები დაურიგდა