მახვილგონიერთა და მხიარულთა საქალაქო ასპარეზობა საქართველოს ახალგაზრდობის სახლში
11 დეკემბერი 2011 წ.

11 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდობის სახლის სარკეებიან დარბაზში ჩატარდა მახვილგონიერთა და მხიარულთა ასპარეზობის პირველი ნახევარფინალი. შემეცნებით თამაშობათა სტუდიამ რაიონულ ტურებში გამარჯვებულ თბილისის მე-2 და 32-ე საჯარო სკოლის გუნდებს უმასპინძლა. ტრადიციულად კონკურსის შედეგები შეაჯამა ჟიურიმ, რომელსაც რეჟისორი გოგი თოდაძე ხელმძღვანელობდა. ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვება თბილისის 32-ე საჯარო სკოლას ხვდა წილად.

2012 წლის დასაწყისში ჩატარდება ასპარეზობის მეორე ნახევარფინალი, აპრილის თვეში კი – დასკვნით ტურზე გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს, სადაც გამოვლინდება ფინალისტი.