|
მახვილგონიერთა და მხიარულთა საქალაქო ასპარეზობა საქართველოს ახალგაზრდობის სახლში
![]() 11 დეკემბერი 2011 წ.
![]() 11 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდობის სახლის სარკეებიან დარბაზში ჩატარდა მახვილგონიერთა და მხიარულთა ასპარეზობის პირველი ნახევარფინალი. შემეცნებით თამაშობათა სტუდიამ რაიონულ ტურებში გამარჯვებულ თბილისის მე-2 და 32-ე საჯარო სკოლის გუნდებს უმასპინძლა. ტრადიციულად კონკურსის შედეგები შეაჯამა ჟიურიმ, რომელსაც რეჟისორი გოგი თოდაძე ხელმძღვანელობდა. ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვება თბილისის 32-ე საჯარო სკოლას ხვდა წილად. 2012 წლის დასაწყისში ჩატარდება ასპარეზობის მეორე ნახევარფინალი, აპრილის თვეში კი – დასკვნით ტურზე გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს, სადაც გამოვლინდება ფინალისტი. |








