ლექცია-საუბარი ,,ქვეყანას ჯანსაღი თაობა სჭირდება”
18 დეკემბერი 2011 წ.

2011 წლის 18 დეკემბერს, ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის ლიდერთა კლუბის წევრების ინიციატივით კაბინეტის აღსაზრდელებისათვის ჩატარდა ლექცია-სემინარი თემაზე: ,,ქვეყანას ჯანსაღი თაობა სჭირდება!”

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ეპიდემიოლოგი ქალბატონი მაია ცინცაძე და ტუპერკულოზის და კლინიკურ დაავადებათა ეროვნული ცენტრის სპეციალისტი ქალბატონი ეკატერინე სანიკიძე. მოსწავლეებმა მოისმინეს შიდსისა და ტუპერკულოზის გამომწვევი მიზეზები და მისი თავიდან აცილების გზები. იყო უამრავი შეკითხვა, რასაც ამომწურავი პასუხი გაეცა.

სტუმრებმა დაარიგეს ნაბეჭდი მასალა ბროშურებისა და ბუკლეტების სახით. ასევე, ეკრანის საშუალებით გაშუქდა დაავადებების სრული ეტიმოლოგია.

საქართველოს ახალგაზრდობის სახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების აღსაზრდელებმა ამ თემას გამოფენა მიუძღვნეს.