შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
01 დეკემბერი 2011 წ.

საქართველოს ახალგაზრდობის სახლის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტის აღსაზრდელებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში ,,ერთად შიდსის წინააღმდეგ”. კაბინეტის აღსაზრდელებს უმასპინძლა ინფექციური პათოლოგიის შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა _ მედიცინის დოქტორმა ქალბატონმა მაია ცინცაძემ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ლაბორატორიები, სადაც ტარდება სხვადასხვა გამოკვლევები. ქალბატონმა მაიამ ისაუბრა შიდსის საფრთხეებზე, მის პრევენციაზე, შიდსის გადაცემის გზებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე.

ამჟამად მსოფლიოში 34 000 000 აივ დადებითი ცხოვრობს, რაც შეეხება საქართველოს შიდსის პირველი შემთხვევა აქ 1989 წელს დაფიქსირდა, მას შემდეგ მთლიანობაში 3080 აივ დადებითია დარეგისტრირებული მათგან კი 680 გარდაცვლილია.