ვორკშოპი სოციალური მედიის საკითხებზე
12 დეკემბერი 2011 წ.

12 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდობის სახლის ამერიკულმა კუთხემ უმასპინძლა ვორკშოპს სოციალური მედიის საკითხებზე. ვორკშოპს ხელმძღვანელობდა ამერიკის სახელმწიფო საერთაშორისო საინფორმაციო პროგრამების ბიუროს წარმომადგენლი ჯეფრი ანისმენი, საქართველოში ამერიკის საელჩოს საინფორმაციო რესურსების სპეციალისტი ნანა შუღლაძე და საქართველოში ამერიკული კუთხეების კოორდინატორი ქეთი ასათაშვილი.

აუდიტორიას წარმოადგენდნენ როგორც ცნობილი ქართველი ჟურნალისტები, ასევე ბლოგერები და საქართველოს ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლები. Bბატონმა ჯეფრი ანისმენმა დაწვრილებით განიხილა ამერიკის შეერთებული შტატების მედიის პრინციპები, შეეხო სოციალური ქსელებისა და ბლოგების აქტივობებსა და მნიშვნელობებს თანამედროვე ცხოვრებაში. ვორკშოპის დასრულების შემდეგ შედგა დისკუსია, რომელიც საქართველოში სოციალური მედიის განვითარებას შეეხებოდა.