|
ამერიკული კუთხე ხუთი წლისაა
![]() 28 ნოემბერი 2011 წ.
![]() 28 ნოემბერს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკულმა კუთხემ საზეიმოდ აღნიშნა თავისი დაარსების 5 წლისთავი. ღონისძიებაზე უამრავმა სტუმარმა მოიყარა თავი. ამერიკის სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ ქალბატონმა ბრიჯიტ ბრინკმა მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ეს დღე და უსურვა მომავალში უფრო დიდი წარმატება ამერიკა-საქართველოს მეგობრული ურთიერთობის განმტკიცების საქმეში. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოში ამერიკის სალჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი მაიკლ ტერნერი, პრეს ატაშე მაიკლ ჰარვი, საქართველოში ამერიკული კუთხეების კოორდინატორი ქეთი ასათაშვილი და სხვა ოფიციალური პირები. მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ფოტო გამოფენა, რომელიც ასახავდა ამერიკული კუთხის განვლილი 5 წლის საქმიანობას, დაესწრნენ კულტურულ პროგრამას. ღონისძიების დასასრულს საიუბილეო ტორტი გაჭრა ქალბატონმა ბრიჯიტ ბერკმა. |








