|
მახვილგონიერთა და მხიარულთა ასპარეზობა
![]() 10 ნოემბერი 2011 წ.
![]() 10 ნოემბერს სასახლის სარკეებიან დარბაზში ჩატარდა მახვილგონიერთა და მხიარულთა ასპარეზობის სასკოლო ტური, რომელშიც მონაწილეობდნენ ძველი თბილისის რაიონის 130-ე, მე-18, მე-2, 24-ე, მე-4, 26-ე, 30-ე, 38-ე საჯარო და კერძო სკოლა ,,მთების” მოსწავლეთა გუნდები. გუნდების რაოდენობა განისაზღვრება 10 მონაწილით, რომლებიც კარგად იცნობენ მხატვრულ ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიას, ხელოვნებას, დაჯილდოვებულნი არიან ხატვის, სიმღერის ცეკვისა და თეატრალური ხელოვნების ნიჭით. ასპარეზობაში გაიმარჯვა მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა. ასპარეზობის მომდევნო ტური ჩატარდება გლდანი-ნაძალადევის რაიონის სკოლების მოსწავლეთა შორის 17 ნოემბერს 3 საათზე. |








