საერთაშორისო განათლების კვირეული
14 ნოემბერი 2011 წ.

14 ნოემბერს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკულმა კუთხემ ,,საერთაშორისო განათლების კვირეულს” უმასპინძლა. კვირეულის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა თემაზე: ,,აღმოაჩინე ახალი კულტურა ახალი ენების მეშვეობით”. სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა, მათ შორის იყო სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ცხოვრების ამსახველი მასალის გამოფენა, ენობრივი ვორკშოპი და ა.შ.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ამერიკული საბჭოების საერთაშორისო განათლების განყოფილება, ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონი”, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა და თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკული კუთხე.