შეხვედრა ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობების კაბინეტში
06 ნოემბერი 2011 წ.

6 ნოემბრერს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის ,,ლიდერთა კლუბის” წევრები შეხვდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს _ იაპონელ ქართველოლოგს ჰაიატეს სოტომეს. შეხვედრამ თბილ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა. ბავშვებმა უამრავი რამ გაიგეს იაპონური დამწერლობის, იკებანას და იაპონელი ახალგაზრდების შესახებ. სტუმარმა თბილად ისაუბრა ჩვენი ქვეყნების ღირებულებათა მსგავსებაზე და იმედი გამოთქვა სამომავლო მეგობრულ ურთიერთობაზე.