სპიკერ-პროგრამა ამერიკულ კუთხეში
09 ნოემბერი 2011 წ.

9 ნოემბერს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკულ კუთხეში ჩატარდა სპიკერ-პროგრამა თემაზე: ,,თქვენი გზა წარმატებისაკენ”, რომელიც მიეძღვნა ბულგარეთის ამერიკული უნივერსტეტის 20 წლისთავს. პროგრამას უძღვებოდნენ ''EDUCATION USA”-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი ნათია ნანავა და ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. ამერიკული კუთხის მოსწავლეებმა მიიღეს რჩევები და მითითებები მომავალი განათლების დაგეგმვაზე.