ტერენტი გრანელის საღამო
29 ნოემბერი 2011 წ.

29 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდობის სახლში მოეწყო ტერენტი გრანელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. სტუმართა შორის იყვნენ მხატვარი რევაზ ადამია, (ავტორი წიგნისა ,,უკვდავება სიკვდილში”) დავით აღმაშენებლისა და გალაქტიონ ტაბიძის პრემიის ლაურიატი ბატონი რევაზ მიშველაძე, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, ტერენტი გრანელის დის შვილი პროფესორი მამანტი როგავა და სხვები.

ლიტერატურული სტუდიის აღსაზრდელებმა ისაუბრეს ტერენტი გრანელის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, წაიკითხეს მისი ლექსები. მხატვარმა რევაზ ადამიამ ისაუბრა ტერენტი გრანელის შესახებ და იგი წარმოადგინა როგორც არა მხოლოდ პოეტი, არამედ ხაზი გაუსვა მის ასობით ნახატს, რომელიც პოეტს სურამის საავადმყოფოში შეუქმნია.