|
მხატვრული თარგმნის კონკურსი საქართველოს ახალგაზრდობის სახლში
26 თებერვალი 2012 წ.
![]()
26 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდობის სახლის უცხო ენათა კაბინეტში მხატვრული თარგმნის კონკურსი ჩატარდა, რომელშიც თბილისის სხვადასხვა სკოლებიდან სულ 474-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. აქედან ინგლისურ ენაში წარმოდგენილი იყო 234 მოსწავლე, რუსულ ენაში - 192, გერმანულში 33, ფრანგულში კი 16. საუკეთესო მხატვრული თარგმნის ავტორები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.
|







