მარო მაყაშვილის გახსენება
26 თებერვალი 2012 წ.

 

26 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდობის სახლის საინტერესო შეხვედრების კლუბ "რანდევუს" წევრებმა საქართველოს ოკუპაციის დღეებში სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპული მარო მაყაშვილი და ქართველი მებრძოლები გაიხსენეს. საღამოს ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები მარო მაყაშვილის დისშვილები ელისბარი და გიორგი ერისთავები, ჟურნალისტი ნანა ღვინებაძე _ ავტორი წიგნისა " შრავანდედი" (მიძღვნილი მარო მაყაშვილისადმი) მხატვარი ზურაბ სამხარაძე, კინო რეჟისორი გია ჭუბაბრია და სხვები. სტუმრებმა საინტერესოდ ისაუბრეს მარო მაყაშვილის შესახებ და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.