პრეზენტაცია სასახლეში
14 ნოემბერი 2012 წ.

 

14 ნოემბერს, 16 საათზე საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღესთან დაკავშირებით , მისი ორი წიგნის ახალი თარგმანის პრეზენტაცია გამართა.

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სასახლის აღსაზრდელები.  ღონისძიების ორგანიზატორებმა  მათთვის წაიკითხეს წიგნები, ესაუბრნენ  ბავშვებს ავტორის შესახებ. ბოლოს კი მოსწავლეებმა რომლებმაც სწორად გასცეს პასუხები  დასმულ კითხვებს ახალი წიგნებით დაჯილდოვდნენ.

 

,,კალე ბლუმკვისტი და რასმუსი'' და „ლოტა აურზაურის ქუჩიდან" ასტრიდ ლინდგრენის ბიბლიოთეკის მორიგი წიგნებია. ეს სერია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემულ ასტრიდ ლინდგრენის ყველა საბავშვო წიგნს აერთიანებს.