ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება
04 ივლისი 2012 წ.

საქართველოს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეთრ დარბაზში მოსწავლეთა ხელნაკეთი ნიმუშებისა და ნახატების გამოფენა - გაყიდვა გაიმართა. გამოფენა, რომლის ორგანიზატორი მოსწავლე ახლგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკული კუთხე იყო, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. სასახლის თეთრ დარბაზში განთავსებულ ეკრანზე წარმოდგენილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის ამსახველი სლაიდ შოუ, მოეწყო სასახლეში მოქმედი სხვადასხვა წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებაზე საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ანსამბლი „მზიური“ სპეციალურად, ამ დღისადმი მიძღვნილი პროგრამით წარსდგა მოწვეული სტუმრების წინაშე. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება თბილისის ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრის “ბეღურების” ბენეფიციარებს.