ლიტერატურული თეატრი ,,საქართველოს შიშველი სატევარი"
15 ნოემბერი 2012 წ.

 

15 ნოემბერს, 16 საათზე საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული საასახლის ლექტორიუმში ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურული სპექტაკლი ,,საქართველოს შიშველი სატევარი" გამართა. სპექტაკლზე ნაჩვენები იყო 90 წლების დოკუმენტური კადრები, ეროვნული გმირის - სურათები. ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ დაწვრილებით ისაუბრა  ბატონი მერაბის განვლილი ცხოვრების შესახებ,  მოჰყვა ფრაგმენტები მისი ცხოვრებიდან, წაიკითხა ციტატები პატიმრობის პერიოდში ციხიდან შვილთან გამოგზავნილი წერილებიდან. სპექტაკლს ესწრებოდნენ ეროვნული სასახლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.

 

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი მსგავს სპექტაკლებს  მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ხშირად მართავს. ბოლო პერიოდში ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ სასახლის აღსაზრდელებს რევაზ თაბუკაშვილისა და გურამ რჩეულიშვილის სხოვნის საპატივცემულო  სპექტაკლებიც  შესთავაზა.