ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრება სასახლეში
18 ნოემბერი 2012 წ.

18 ნოემბერს სსიპ, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ფოლკლორის კაბინეტმა ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრებას უმასპინძლა. ღონისძიება ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის დეპარტამენტთან და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ფოლკლორისტიკის განყოფილებასთან ერთად თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

 

სასახლის თეთრ დარბაზში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულ მოსწავლეთა ნამუშევრები (ნაქარგი, ნაქსოვი, ნახატი, თექისა და ქეჩის ნაწარმი და სხვა). ასევე სექციურ სხდომებზე მოსწავლეებმა მათ მიერ მოპოვებული ხალხური სიტყვიერების ნიმუშები (ზღაპარი, ლექსი, ანდაზა, გამოცანა და სხვა) წაიკითხეს, რომელიც მეცნიერ - ფოლკლორისტებმა შეაფასეს.

 

ღონისძიების დასკვნით ეტაპზე სარკეებიან დარბაზში კი მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები და ფოლკლორულ ნიმუშთა მიხედვით მინი სპექტაკლები გამართეს.

 

საუკეთესო მოსწავლეები დიპლომებით, ხოლო მათი პედაგოგები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.