საქველმოქმედო აქცია - კონცერტი „ლეიკემია იკურნება“
30 ნოემბერი 2012 წ.

საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 2012 წლის 30 ნოემბერს, საქველმოქმედო აქცია - კონცერტი გაიმართა.

 

ღონისძიება მოსწავლე ახაგაზრდობის ეროვნული სასახლის და მიზნობრივი საქველმოქმედო ჯგუფის „ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი“ ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა.

 

აქცია-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა ვარსკვლავებმა მიიღეს, საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარებას. კერძოდ, შესაძლებლობების ფარგლებში მათი სურვილების ახდენას და პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებას.

 

ღონისძიების მსვლელობისას მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ თავიანთი მცირე წვლილი შეეტანათ ქველმოქმედებაში და შემოწირულობის გზით დახმარებოდნენ ბავშვებს.