|
დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო
![]() 16 ნოემბერი 2012 წ.
![]() საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს დასუფთავების საერთაშორისო კამპანიაში - ,,დავასუფთავოთ მსოფლიო" , სადაც მსოფლიო მასშტაბით სულ 130 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ,,თბილისი მერიოტში" ჩატარდა ეროვნული შეკრება ,,დავასუფთაოთ საქართველო" , რომელშიც ეკოლოგიისა და გარემოს დავცის კაბინეტის 30-მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. მოსწავლეებმა წარადგინეს შესაბამისი თემები და ნამუშევრები. მარიამ მაჩაბელს საუკეთესო პროექტისათვის ,,დავასუფთაოთ საქართველო ნარჩენებისაგან" სერთიფიკატი გადაეცა. |










