დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო
16 ნოემბერი 2012 წ.

საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს დასუფთავების საერთაშორისო კამპანიაში - ,,დავასუფთავოთ მსოფლიო" , სადაც მსოფლიო მასშტაბით სულ 130 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ,,თბილისი მერიოტში" ჩატარდა  ეროვნული შეკრება ,,დავასუფთაოთ საქართველო" , რომელშიც ეკოლოგიისა და გარემოს დავცის კაბინეტის 30-მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. მოსწავლეებმა წარადგინეს შესაბამისი თემები და ნამუშევრები. მარიამ მაჩაბელს საუკეთესო პროექტისათვის  ,,დავასუფთაოთ საქართველო ნარჩენებისაგან" სერთიფიკატი გადაეცა.