კინორეჟისორი მებარ კოკოჩაშვილი სასახლეში
03 დეკემბერი 2012 წ.

 

3 დეკემბერს საქართველოს  მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ფოლკლორის კაბინეტის უფროსკლასელები კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს  შეხვდნენ.  ბატონმა მერაბმა დაწვრილებით ისაუბრა მისი მოღვაწეობის შესახებ. გაიხსენა მის მიერ გადაღებული ფილმები  ,,ხმელი წიფელი", ,,არდადეგები", ,,დიდი მწვანე ველი", ,,გზა", ,,სიხარულის სახლი". კინორეჟისორმა  მოსწავლეებს თავისი წინაპრის ალექსანდრე ჭავჭავაძის შესახებაც მოუყვა, გაიხსენა მშობლები, ოჯახის წევრები.

 

შეხვედრის დასასრულს საუბარი კითხვა - პასუხის რეჟიმში გადავიდა და სტუმარმა  მოსწავლეების  მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა.