შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ტრადიციული კვირეული
20 დეკემბერი 2012 წ.

 

საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის უცხო ენების კაბინეტის წრეებში შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ტრადიციული კვირეული _ ,,ანგარიშს ვაბარებთ მშობლებს"  ჩატარდა.

 

აღსაზრდელებმა სახალისო და მხიარული ფორმით, ინსცენირებული ლიტერატურული კომპოზიციები და პოეზიის საათი წარმოადგინეს, რომელიც შესრულებული იყო ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

 

შობა-ახალიწლისადმი მიძღვნილ ზეიმზე მოსწავლეებმა წარმოაჩინეს, თუ რა შეისწავლეს გასული თვეების მანძილზე, როგორ დაეუფლნენ შესასწავლი ენის სამეტყველო და გრამატიკულ თავისებურებებს.

 

საახალწლო კვირეული  რუსული ენის წრის /პედაგოგი მადლენა დემურიშვილი/ აღსაზრდელებმა საზეიმოდ დახურეს და მშობლების დიდი მოწონება დაიმსახურეს.