|
შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ტრადიციული კვირეული
![]() 20 დეკემბერი 2012 წ.
![]()
საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის უცხო ენების კაბინეტის წრეებში შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ტრადიციული კვირეული _ ,,ანგარიშს ვაბარებთ მშობლებს" ჩატარდა.
აღსაზრდელებმა სახალისო და მხიარული ფორმით, ინსცენირებული ლიტერატურული კომპოზიციები და პოეზიის საათი წარმოადგინეს, რომელიც შესრულებული იყო ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებზე.
შობა-ახალიწლისადმი მიძღვნილ ზეიმზე მოსწავლეებმა წარმოაჩინეს, თუ რა შეისწავლეს გასული თვეების მანძილზე, როგორ დაეუფლნენ შესასწავლი ენის სამეტყველო და გრამატიკულ თავისებურებებს.
საახალწლო კვირეული რუსული ენის წრის /პედაგოგი მადლენა დემურიშვილი/ აღსაზრდელებმა საზეიმოდ დახურეს და მშობლების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
|














