შეხვედრა რევაზ გაჩეჩილაძესთან
21 დეკემბერი 2012 წ.

 

21 დეკემბერს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტის  გეოეკოლოგიის წრის წევრები საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების  პრეზიდენტს  პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძეს შეხვდნენ. შეხვედრამ კითხვა პასუხის რეჟიმში ჩაიარა. ბატონმა რევაზმა მოსწავლეებს ესაუბრა გეოგრაფიის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. ასევე მოსწავლეებმა თემის ირგვლივ ბატონ რევაზს  კითხვებიც დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. საუბრის ბოლოს  გეოეკოლოგიის წრის წევრებმა  ბატონი რევაზი შემდეგი შეხვედრისათვის სასახლეში მოიწვიეს და მომავალი გეგმებიც დასახეს.