|
მსოფლიო და ახალი წელი
![]() 20 დეკემბერი 2012 წ.
![]()
20 დეკემბერს, 16 საათზე საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტის გეოეკოლოგიის წრის მოსწავლეებმა ახალი წლის მოსვლასთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს. წრის წევრებმა წაიკითხეს ინფორმაცია ევროპის, აზიისა და სხვადასხვა ქვეყნებზე, ისაუბრეს მათი საახალწლო ტრადიციებისა და წესების შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნატო სულთანიშვილი, ჟურნალ ,,ჭიამაიას" რედაქტორი ნინო ვეშაგური და სხვანი. ქალბატონმა ნინოს მონაწილე მოსწავლეებს ჟურნალის სახვადასხვა ნომრები გადასცა საჩუქრად.
აღნიშნული ღონისძიება ტრადიციულია და გეოეკოლოგიის წრის მოსწავლეები მას ყოველი წლის ბოლოს აღნიშნავენ.
|











