|
ნიკოლოზ ბარათაშვილის საღამო
![]() 21 დეკემბერი 2012 წ.
![]()
საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლიტერატურული სტუდიის ,,ლიტერატურული მოყვარულთა" წრის წევრებმა /პედაგოგი ქეთევან არზიანი/ ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის აღსაზრდელებთან და ნ.ბარათაშვილის სახლ-მუზეუმთან ერთად დიდი ქართველი პოეტის ნ. ბარათაშვილის დაბადებიდან 195-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,მხოლოდ ვარსკვლავთა თანამავალთა ვამცნო გულისა მე საიდუმლო" საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღინიშნა.
მოსწავლეებმა რომანტიკოსი პოეტის ემოციური სტრიქონები, მისი ცხოვრება და შემოქმედება, აგრეთვე ეპისტორალური მემკვიდრეობა შთამბეჭდავად წაიკითხეს ქართულ, გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. მონაწილეებს გადაეცათ სასახლის სიგელები, ხოლო თბილისის მერიის დიპლომებით მსახიობი დამანა მდივნიშვილი, რომელმაც მასტერკლასი ჩაუტარა წრის წევრებს ნ.ბარაათაშვილის შემოქმედებაზე, პედაგოგი ქეთევან არზიანი და გერმანული ენის წრის წევრი გიორგი ანდრაზაშვილი დაჯილდოვდნენ.
|












