საახალწლო ნაძვის ხის ზეიმები
03 იანვარი 2013 წ.

 

2013 წლის  3-8 იანვარს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართება საახალწლო ნაძვის ხის ზეიმები. დღეში ორჯერ  - 12 და 14 საათებზე ჩატარდება ჯამბაზების შოუ, მოეწყობა სახალისო ნომრები ბავშვებისათვის, მოწვეული სტუმრების წინაშე მუსიკლური ნომრებით წარსდგებიან სასახლის მუსიკალური სტუდიის მოსწავლეები. ღონისძიების ბოლოს თოვლის პაპა პატარებს საახალწლო საჩუქრებს დაურიგებს.

 

აღნიშნული ღონისძიება ტრადიციულია და უკვე მრავალი წელია პატარებს სასახლე საახალწლო ნაძვის ხის ზეიმებით უმასპინძლდება.