მშობელთა საყურადღებოდ!
11 სექტემბერი 2013 წ.

სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის" დირექცია გაცნობებთ, რომ 2013 წლის 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე 13 სთ-დან 14 სთ-მდე 2013/2014 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში ჩატარდება მშობელთა შეხვედრები ეროვნული სასახლის ადმინისტრაციასთან.