|
სასახლეში გერმანულენოვანი ლიტერატურულ-დრამატული წრის საანგარიშო საღამო გაიმართა
![]() 03 ივნისი 2012 წ.
![]() 3 ივნისს, 15 საათზე საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ თეატრალურ დარბაზში უცხო ენების კაბინეტთან არსებული გერმანულენოვანი ლიტერატურულ-დრამატული წრის საანგარიშო საღამო "ჩვენ არ გემშვიდობებით, ჩვენ გეუბნებით - ნახვამდის" გამართა.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ნაწყვეტები სპექტაკლებიდან "ფაუსტი", "დონ კარლოსი", "ვილჰელმ ტელი" და პედაგოგის მიერ (ქეთევან მებონია) ინსცენირებული ნაწყვეტები "ბუდენბროკებიდან". გარდა ამისა მოსწავლეებმა გერმანულ ენაზე მხატვრულად ქართული და გერმანული პოეზიის პოპულალური ნიმუშები წაიკითხეს. ასევე წარმოდგენილი იყო სლაიდ შოუ, სადაც ასახული იყო სხვადასხვა თაობების მიერ დადგმული სპექტაკლები.
ღონისძიება გერმანულენოვანი ლიტერატურულ-დრამატული თეატრის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მიეძღვნა. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გერმანულენოვანი ლიტერატურულ-დრამატული წრე უკვე ოცდაათ წელზე მეტია არსებობს, რომელიც ყოველი წლის ბოლოს მაყურებელს სხვადასხვა სპექტაკლებს უჩვენებს. |








