|
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
![]() 22 მარტი 2017 წ.
![]()
22 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას" და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს „ერთსულოვნების" დირექტორმა, დეკანოზმა მიქაელ ფოფხაძემ და ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის განვითარებას; განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს კულტურის, ტრადიციის საფუძველზე თავისუფლად მოაზროვნე მომავალი თაობის აღზრდასა და განვითარებას.
|











