ახალგაზრდობის სახლმა დედაენის დღე აღნიშნა
12 აპრილი 2012 წ.

12 აპრილს, სსიპ ახალგაზრდობის სახლში დედაენის დღეა ღინიშნა. ღონისძიება ახალგაზრდობის სახლისა და მწერალთა კავშირის ერთობლივი ინიციატივით და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ, როგორც მწერალთაკავშირის (მწერლები, პოეტები, საზოგადომოღვაწეები), ასევე მერიის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელები მოწვეული სტუმრების წინაშე თემატური ლექსებითა და სიმღერებით წარსდგნენ. ორგანიზატორების ერთობლივი გადაწყვეტილებით, კულტურასა და განათლებაში განსაკუთრებული ღვაწლისათვის ახალგაზრდობის სახლის დირექტორი და პედაგოგები მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ.