|
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის საანგარიშო გამოფენა
![]() 16 ივნისი 2016 წ.
![]()
16 ივნისს გაიმართა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის (ხელმძღვანელი თამარ ბაქრაძე) წრეების მოსწავლეთა ნამუშევრების საანგარიშო გამოფენა. ხალხმრავალ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, ჩუქურთმა, მაკრამე, ქარგვა, მძივით ქარგვა, ხეზე კვეთა, ჭედურობა, გობელენი და სხვა, ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები. სასწავლო წლის განმავლობაში გამოფენებში აქტიური, წარმატებული მონაწილეობისათვის კაბინეტის 120 მოსწავლეს პედაგოგებმა სასახლის სიგელები გადასცეს. აღსანიშნავია, რომ თორნიკე გაგნიძის სახელობის პრიზით დაჯილდოვდა ქანდაკების წრის აღსაზრდელი იაკობ ცხვედაძე. თორნიკე გაგნიძე სასახლის ამავე წრის წარმატებული აღსაზრდელი გახლდათ.
|











