0
2.1 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასთვის ხელმისაწვდომია, გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას.
საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არაუგვიანეს 10 დღისა.

მოქალაქეს უფლება აქვს აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში.


საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი41
1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.


საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ელექტრონული ფორმით (სამსახურებრივი ელ. ფოსტით) გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი
სასახლის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების მთავარი სპეციალისტი

თინა მესტვირიშვილი

ტელ.: 032 298 78 80

მობ.: 599 899 704

ელ.ფოსტა: hr@youthpalace.ge

პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

მაია ჩადუნელი

ტელ: 032 299 75 07

ელ.ფოსტა: pr@youthpalace.ge